ქართველმა ვეტერანებმა მსოფლიოს ჩემპიონატი მე-7 ადგილზე დაასრულეს

ქართველმა ვეტერანებმა მსოფლიოს ჩემპიონატი მე-7 ადგილზე დაასრულეს

ქართელმა ვეტერანებმა იტალიურ ქალაქ მონტეკატინიში მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა მე-7 ადგილზე დაასრულეს. მთლიანობაში ქართველებმა 6-დან 5 მატჩი მოიგეს, თუმცა გათამაშების უცნაური ფორმატის გამო საბოლოოდ მხოლოდ მე-7 ადგილს დასჯერდნენ.
ჩვენი ნაკრების შემადგენლობაში შედიოდნენ: ნოდარ ქორქია (მთავარი მწვრთნელი), გია ბერუაშვილი, გულივერ ახალკაცი, ალექსანდრე ფერიაშვილი, ლევან წულაია, დავით გიორგობიანი, დავით ჩიხლაძე, გია სანაძე, ზურა კობახიძე, ზაზა ღონღაძე, პაატა გურასპაული და ზაზა ცაგარეიშვილი.

მე-7 ადგილისთვის მატჩი საქართველოს ნაკრებმა ვენესუელას, დაძაბულ ბრძოლაში – 78:70 მოუგეს. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ – 66:66 დასრულდა, თუმცა დამატებით 5-წუთეულში ქართელმა ვეტერანებმა იყოჩღეს და ტურნირი გამარჯვებით დაასრულეს. შედეგად, საქართელოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მხოლოდ ერთი მატჩი – ისიც მასპინძელ იტალიასთან დათმეს, რომელიც მოქმედი ჩემპიონი გახლდათ და ეს ტიტული წელსაც დაიცვა.