ქართველო 16-წლამდელები ბულგარეთში ბელგიასთან დამარცხდნენ

ქართველო 16-წლამდელები ბულგარეთში ბელგიასთან დამარცხდნენ

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მასპინძელი ბულგარელების დამარცხების შემდეგ ბელგიასთან მარცხი განიცადა. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა ქართველებმა ბენილუქსელებს ვერაფერი მოუხერხეს და საბოლოოდ 15 ქულის სხვაობით – 52:67 დამარცხდნენ.

საქართველოს ნაკრების წევრებმა პირველი პერიოდი ჩააგდეს, რომელიც 6:16 წააგეს და მას შემდეგ ვითარება ვეღარ გამოასწორეს. მთელი მატჩის განმავლობაში ცხდილობდნენ წამოწევას, თუმცა ქართველები ბელგიელებთან 7 ქულაზე ახლოს ვეღარ მივიდნენ და სატურნირო თვალსაწრისით მეტად დასანანი მარცხი განიცადეს.
საქმე იმაშია, რომ ქვეჯგუფი, რომელშიც ქართველე ბი ასპარეზობენ, თანაბარია და თითოეულ გამარჯვებას ოქროს ფასი აქვს. ბერიშვილის გუნდს რომ მოეგო, ლიდერთა შორის იქნებოდა. ახლა კი სამ გუნდს 2 მოგება და 1 მარცხი აქვს, ხოლო სამს პირიქით – 1 მოგება და 2 მარცხი.
საქართველოს ნაკრები 15 აგვისტოს, თბილისის დროით 19:15 საათზე ჩეხეთს დაუპირისპირდება.
ევროპის U16 ჩემპიონატი. B დივიზიონი. სოფია. ბულგარეთი. 13 აგვისტო ბელგია 67:52 საქართველო სრული სტატისტიკა: 67:52