ქორქია-საკანდელიძის მემორიალი ლოგიკურად დაიწყო

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალი. რუსთავი. 21 დეკემბერინტდ-თბილისი 93:57 დინამო15:11 17:20 38:10 23:16
ნტდ: ფაშაევი (13), სარიევი (14), ნუფთალიევი (5), ბახშიევი (11), დ. ბარბაქაძე (17); ტეტელაშვილი (2), ჩიტაშვილი (6), მამაცაშვილი (2), სუხიშვილი (2), როდუმტა (2), კეიდია (8), კოღუაშვილი (11)დინამო: სიგუა (2), სორდია, ლაფანაშვილი (13), ქადარია (10), ხიზანიშვილი (3); ბაქრაძე (15), ნანიტაშვილი (5), კობიძე (2), დოლიძე (5), ბოლქვაძე, გემაზაშვილი, ხანიაშვილი (2)მსაჯები: ზაზა მაჩალაძე, დავით არეშიძეკომისარი: როლანდ ხომერიკი
შსს 72:96 ენერჯი-ინვესტი20:28 16:18 14:24 22:26
შსს: ნინუა (15), გოლეთიანი (4), ბერუაშვილი (22), ბ. ნოზაძე (2), აბულაძე (6); მიქაბერიძე, ი. ბაქრაძე (4), პატარაია (4), ქვილითაია (3), ბერია (3), ამაშუკელი (7), ფაიქრიძე (2)ენერჯი: გამყრელიძე (17), ლეჟავა (3), ტუღუში (11), ბაბიაშვილი (15), უგრეხელიძე (2); დვალიშვილი (7), დიდია (10), ცეკვავა (7), არწივიძე (3), მაჭავარიანი (4), ტუჯანი (5), ჭოჭუა (12)მსაჯები: ხათუნა გაბედავა, გურამ მიქელაძეკომისარი: როლანდ ხომერიკი
დინამოელმა ქადარიამ ბურთი მოიხელთა
დღეს რუსთავში დაიწყო ლეგენდარული ქართველი კალათბურთელების, ოლიმპიური ჩემპიონების, ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალური ტურნირი. ეს შეჯიბრი ტრადიციულია და წლეულს მეოთხედ იმართება.6 გუნდი 2 ჯგუფშია გადანაწილებული და ერთი წრის შემდეგ პირველ ადგილებზე გასულები ერთანეთს ფინალში შეხვდებიან. დღეს პირველი ტურის მატჩები გაიმართა: “ნტდ-თბილისი” “დინამოს” შეხვდა, ხოლო რუსთავული “ენერჯი-ინვესტის” მეტოქე შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი იყო.4 აზერბაიჯანელი ლეგიონერით გაძლიერებულ ნუგზარ კანდელაკის გუნდს “დინამოსთან” მხოლოდ პირვლ ტაიმში გაუჭირდა, თუმცა მეორედან ისე მძლავრად ათამაშდა, რომ გამარჯვებულის ვინაობა უკვე მესამე მეოთხედის დასრულებისთვის გაარკვია.ენტედე-ში ამ დღეებში გადავიდა ფინანსურად დაუძლურებული თსუ-ს ლიდერი დავით ბარბაქაძე, რომელსაც 1 ტაიმი დასჭირდა, რომ ჩვეული შემართებით ეთამაშა. მოგეხსენებათ, ბარბაქაძე აზერბაიჯანის ნაკრების წევრია და ენტედე-ში სწორედ თავისი სანაკრებო თანაგუნდელები _ ტაირ ბახშიევი, ანარ სარიევი, ფუად ნუფთალიევი და ზაურ ფაშაევი დახვდნენ.

ნტდ-დინამო

ამიტომაც იყო, მეორე ტაიმიდან “ნტდ-თბილისმა” დინამოელებს რომ შანსი არ დაუტოვა, თუმცა პირველ ტაიმში გაუჭირდა და დიდი შესვენებისთვის მხოლოდ 1 ქულას აგებდა.ერთი საინტერესო ეპიზოდი მოხდა მეორე მეოთხედის მიწურულს. ენტედე 28:21 იგებდა, თუმცა დინამოელთა 17 წლის გამთამაშებელმა გივი ბაქრაძემ ერთ შეტევაში 7(!) ქულა მიითვალა და თავისიანები 29:28 დააწინაურა. ბაქრაძემ წარმატებით ჩააგდო ენტედე-ლი გიორგი მამაცაშვილის დისკვალიფიკაციისთვის ნაწყალობევი 4 საჯარიმო, ხოლო შემდეგ გვერდიდან შემოტანილი ბურთი მოიხელთა, მეტოქის ფარქვეშ შეიჭრა და ორიანი ხომ ჩააგდო და ენტედე-ლები აიძულა, დაჯარიმებულიყვნენ. ბაქრაძემ ის საჯარიმოც ჩააგდო და ასე მოიპოვა 3-4 წამში 7 ქულა. თუმცა ეს უკანასკნელი ლიდერობა აღმოჩნდა დინამოელთათვის. კანდელაკის გუნდმა მალევე მოიპოვა მცირე ლიდერობა, რომელსაც დიდი შესვენების შემდეგ სოლიდური სახე მისცა.17:2 _ აი, ასეთი 2-წუთიანი მონაკვეთით განაახლა ნტედე-მ თამაში, 49:33 დაწინაურდა და ამის შემდეგ უპირატესობას სათავისოდ ზრდიდა. საბოლოოდ ნუგზარ კანდელაკის გუნდმა 93:57 გაიმარჯვა და თუ ზეგ “მაკაბისაც” მოუგებს, ფინალის საგზური გარანტირებული აქვს. მეორე შეხვედრაში ერთმანეთის პირისპირ ტურნირის მასპინძელი “ენერჯი-ინვესტი” და შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი შეხვდნენ. ეს გუნდები სუპერლიგაში განსხვავებულად თამაშობენ. რუსთაველებმა პირველი წრის რვავე შეხვედრა მოიგეს, “ძალოვნებმა” კი მხოლოდ ერთ მატჩში მოახერხეს გამარჯვება. შესაბამისად, ამ მატჩსაც ნაკლები ინტერესი ახლდა, რაკი გულშემატკივართა უმეტესობა მასპინძლების გამარჯვებას ვარაუდობდა.ქორქია-საკანდელიძის საწყისი ორი მემორიალის გამარჯვებულმა “ენერჯი-ინვესტმა” კი მოიგო ეს შეხვედრა, მაგრამ პირველ მეოთხედში მეტოქისგან დიდ წინააღმდეგობას წააწყდა. რუსთაველებმა თავიანთ ყველა მოთამაეს მისცეს თავის გამოჩენის შანსი და პირველ ტაიმში მოედანზე მასპინძელთა 10 კალათბურთელი ვიხილეთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდში გამოირჩეოდა ვასილ ბერუაშვილი, რომელმაც არაერთი სამქულიანი ჩააგდო, დაცვაში კი ლევან მიქაბერიძე ყოჩაღობდა და “ძალოვნები” პირველი ტაიმის შემდეგ 5 ქულით მიუახლოვდნენ ძლიერ მეტოქეს _ 34:39.მეორე ტაიმიდან რუსთაველთა თავკაცმა დავით უსტიაშვილმა მოედანზე ძირითად ხუთეულს უხმო და მასპინძლებმა უპირატესობის განმტკიცებას მიჰყვეს ხელი. მესამე მეოთხედის ბოლოს “ენერჯი-ინვესტის” უპირატესობამ 20 ქულას მიაღწია და შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდისთვის ამ მატჩში ყველაფერი დამთავრდა.რუსთაველებმა საბოლოოდ 96:72 გაიმარჯვეს და ხვალ ფინალში გასასვლელ მატჩში სასოფლო სამეურნეო უნივერსიტეტის გუნდს შეხვდება, რომელიც დღეს ისვენებდა.

რუსთაველი მიხეილ ჭოჭუა შსს-ს ფარისკენ დაიძრა

ლევან მიქაბერიძე(#5) დაცვაში თავს არ ზოგავდა

რევაზ დიდია შსს-ს ფარქვეშ ხშირად შედიოდა