ქუთაისელები ახალ წელს პირველ ადგილზე ხვდებიან

ქუთაისელები ახალ წელს პირველ ადგილზე ხვდებიან

20–წლამდელთა
ჩემპიონატის 2009 წლის ბოლო მატჩი გუშინ ქუთაისში გაიმართა. მასპინძლებმა დავით
თორთლაძის გუნდი ზედმეტი გართულებების გარეშე დაამარცხეს და ახალ წელს პირველ
ადგილზე ხვდებიან.

წინასწარ გამოცხადებული
კალენდრის მიხედვით დღეს უნდა გამართულიყო 3 მატჩი, მაგრამ ეს თამაშები აგრარული
უნივერსიტეტის დარბაზში მიმდინარე ცენტრალური საარჩევნო კომისიის  ტრენინგების გამო გადაიდო. ამ მატჩების
გამართვის თარიღი მოგვიანებით დადგინდება.

ქუთაისელებმა
დინამოელებს პირველი მეოთხედი 27:15 მოუგეს, ხოლო დიდი შესვენების შემდეგ უკვე 20
ქულას იგებდნენ – 54:34. თბილისელებს აკლდათ გუნდის ერთ–ერთი ლიდერი ირაკლი ალხანაიძე,
ვის არყოფნაშიც „დინამოს“ ფარქვეშ გაუჭირდა. მასპინძელთა ცენტრმა ავთო
ლომინაშვილმა სამწამიანში არავის არაფერი არ დაუთმო და საბოლოოდ 22 ქულა და 12
მოხსნა მოაგროვა. ლომინასვილს ფარზე ხელი შეაშველა რომან ტუკვაძემ, რომელმაც ასევე
12 ფარიდან ასხლეტილი ბურთი მოხსნა.

მეორე ტაიმში „დინამომ“
უკეთესად ითამაშა, რაც ძირითადად დავით დეკანოიძისა და გიორგი გლოველის
დამსახურება იყო, თუმცა ქუთაისელებმა მოახერხეს მოპოვებული უპირატესობის
შენარჩუნება და საბოლოოდ 7 ქულით – 84:77 იმარჯვეს. 

იმერლები ცხრილში პირველ ადგილზე არიან, თუმცა მდევარ დაუმარცხებელ “ჰიუნდაის” ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული

 სტატისტიკა: http://u-20.ge/results.php?gameid=75