კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა “ქუთაისმა” საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე მეოთხედფინალურ მატჩში 126:86 (სტატისტიკა) დაამარცხა სოხუმის კოლხა და ნახევარფინალში გავიდა. 4 დღის წინ ქუთაისელებმა სერიის პირველი მატჩი შინაურ არენაზე გამართეს და იმ შეხვედრაშიც იოლი გამარჯვება მოიპოვეს – 112:64. შედეგად, იმერულმა კლუბმა სერია 2:0 მოიგო და ნახევარფინალში სოხუმი-საქართველოს შეუერთდა.
სოხუმი-საქართველოს კალენდრის მიხედვით ცოტა ადრე უწევდა თამაშები და ნახევარფინალშიც ადრიანად ამიტომ გავიდა. თუმცა სოხუმელებს დიდი ბრძოლა გადახდათ – რუსთავს ორივე შეხვედრა ბრძოლაში მოუგეს. რაც შეეხება ქუთაისს, ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა, როგორც ანგარიშებიდან ჩანს, ორივე შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო.
დღევანდელ შეხვედრაში საუკეთესო იყო გიორგი სულაბერიძე, რომელმაც 33 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა. 30 ქულა ბაქარი ბერეკაშვილის ანგარიშზეა. ორივე კალათბურთელმა 5-5 სამქულიანი ჩააგდო. ქუთაისელებმა მთლიანობაში 18 სამიანი ჩააგდეს. კოლხაში 29 ქულით გიორგი გაბუნია გამოირჩა. 15 ქულა და 10 მოხსნა სანდრო იმერლიშვილმა მოაგროვა.
ერთი ნახევარფინალისტი ცნობილია: სოხუმი-საქართველო ქუთაისის წინააღმდეგ. მეოთხედფინალური სერიის სხვა წყვილებში ბასკო-2 1:0 უგებს ოვერტაიმს, ხოლო სპორტუნისა და ვსა-ს შორის ანგარიში თანაბარია – 1:1. ორივე სერიაში მომდევნო მატჩები 4 აპრილს გაიმართება.