ქუთაისის სპორტის სასახლის წინ ოლიმპიური ჩემპიონების – მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის ბიუსტები გაიხსნა

ქუთაისის სპორტის სასახლის წინ ოლიმპიური ჩემპიონების – მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის ბიუსტები გაიხსნა

ქუთაისში ოლიმპიური ჩემპიონების – მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის ბიუსტები გაიხსნა. 6 ოქტომბერს ქალაქში სპორტისა და ოლიმპიზმის დღე აღინიშნა, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა სპორტის სასახლის წინ ცნობილი ქართველი კალათბურთელების ბიუსტების განთავსება.

ქუთაისის სპორტის სასახლე სწორედ მიხეილ ქორქიას და ზურაბ საჯანდელიძის სახელობისაა და სიმბოლურიცაა, რომ მათი ბიუსტები ქალაქის მთავარ საკალათბურთო არენის წინ გაიხსნა. სკულპტურის შექმნაზე მოქანდაკე მიხეილ გვასალიამ იმუშავა, ხოლო პროექტი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით განხორციელდა.

გახსნის ცერემონიალს ქუთაისის ვიცე-მერ გიორგი იობაშვილთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ვეტერანი კალათბურთელები და ოლიმპიური ჩემპიონების ოჯახის წევრები დაესწრნენ.