საკალათბურთო აკადემიაში 2002-წლამდელთა ჩემპიონატის მე-3 ტურის მატჩები გაიმართა. არ ჩატარდა 1 შეხვედრა – „ვესტა“ „ბათუმთან“ სათამაშოდ არ გამოცხადდა, რის გამოც 0:20 წაგება ჩაეთვალა. სხვა შეხვედრებიდან, საინტერესო გამოდგა „აკადემია 1“-სა და „დინამოს“ დაპირისპირება.
ეს გუნდები ერთმანეთს 11 ივნისს დასრულებულ 2002-წლამდელთა თბილისის მინისაკალათბურთო ფესტივალის ფინალში შეხვდნენ და მაშინ აკადემიელებმა 12 ქულით იმარჯვეს. ამ შეხვედრაშიც „აკადემიამ“ იძალა, თუმცა უფრო დაძაბულ ბრძოლაში – 28:22. ამ მოგებით აკადემიელებმა თითქმის გაინაღდეს ჯგუფიდან გასვლა, რამეთუ ორივე ძირითადი კონკურებტი – „ბათუმი“ და „დინამო“ დაამარცხეს.
ჯგუფიდან გასვლა გაინაღდა „ქუთაისმა“ და „ოვერტაიმმაც“ ამ გუნდებმა თავიანთ ჯგუფებში მე-3 მატჩები მოიგეს და სავარაუდოდ პირველ ადგილზეც გავლენ. 23 ივნისს მორიგი ტურის მატჩები 53-ე სკოლაში გაიმართება და მეოთხედფინალისტთა უმეტესობაც გამოვლინდება.
22 ივნისი, საკალათბურთო აკადემია
აკადემია 2 – ქუთაისი 28:40 (4-13, 8-12, 7-11, 9-4)
აკადემია: ჯ. თოფაძე – 8 ქულა
ქუთაისი: ა. მერკვილაძე – 23 ქულა
ალბიონი – ოვერტაიმი 20:31 (0-9, 3-15, 10-0, 7-8)
ალბიონი: ს. სხილაძე – 7 ქულა
ოვერტაიმი: გ. გოლიაძე – 13 ქულა
მართვე – ჰიუნდაი 23:34 (5-9, 5-10, 7-9, 6-6)
მართვე: ლ. ჩარბაძე – 12 ქულა
ჰიუნდაი: ო. ჭიჭინაძე – 8 ქულა, ლ. ჯახაია – 8 ქულა
თიბისი – კარდინალები 30:31 (7-10, 7-4, 12-10, 4-7)
თიბისი: ლ. ქუტიძე – 16 ქულა
კარდინალები: ლ. ჩაჩანიძე – 16 ქულა, გ. ჯანხოთელი – 12 ქულა
დინამო – აკადემია 22:28 (8-5, 2-6, 10-9, 2-8)
დინამო: ლ. გონგაძე – 12 ქულა
აკადემია: დ. წერეთელი – 12 ქულა