ქუთაისმა დინამო დაამარცხა

ქუთაისმა დინამო დაამარცხა

დღეს ქუთაისში სუპერლიგის
2011-12  წლების სეზონი პირველი ტურის  დასკვნითი, ბოლო მატჩი გაიმართა.  ადგილობრივმა 
,,ქუთაისმა“ საკუთარ მოედანზე  ,,დინამოს“
დიდი  ანგარიშით,

108:73 სძლია.  ქუთაისელებმა თავიდანვე მოპოვებული უპირატესობა  მატჩის 
ბოლომდე შეინარჩუნეს მეტოქე საკმაოდ იოლად დაამარცხეს.

 მასპინძელთაგან  საუკეთესო გიორგი  ცეკვავა გახლდათ, რომელმაც 20  ქულა მიითვალა,  ხოლო ,,დინამოს“  შემადგენლობაში დუდა  სანაძე  გამოირჩა, 
რომლის ანგარიშზეც 16 ქულაა.

  შეგახსენებთ, რომ სუპერლიგის პირველი  ტურის დანარჩენი შეხვედრები გუშინ  თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა. შინაგან საქმეთა
სამინისტროს გუნდმა   ,,ბათუმს“ 101:77 სძლია,
 სამედიცინო  იოლად, 75:104  დამარცხდა სტუ-სთან, სოხუმელებმა  დიდი  ანგარიშით
, 108:62 მოუგეს რუსთაველებს, ხოლო დებიუტანტმა ,,ოლიმპმა“ მინიმალური სხვაობით – 69:68
 იმარჯვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
გუნდთან.