ქუთაისმა სოხუმი ბოლოს გატეხა

ქუთაისმა სოხუმი ბოლოს გატეხა

თუკი ბოლო მეოთხედს არ ჩავთვლით, ცენტრალური მატჩი ძალიან საინტერესო გამოვიდა. „სოხუმმა“ და „ქუთაისმა“ ერთმანეთს ბრძოლა გაუმართეს, თუმც
იმერლებმა ბოლო მეოთხედში ყველაფერში აჯობეს სოხუმელებს და საბოლოოდ დამაჯერებლად
გაიმარჯვეს.

ყველაფერი ბოლო მეოთხედშ გადაწყდა, მანამდე კი თანაბარი ბრძოლა
მიმდინარეობდა. გადამწყვეტი ათწუთეულის დაწყებამდე „ქუთაისი“ მხოლოდ 2 ქულას
იგებდა, თუმცა საბოლოოდ 25–ით გაიმარჯვა. ბოლო მეოთხედი მხოლოდ ქუთაისელთა
კარნახით წარიმართა და ეს შედეგზეც კარგად აისახა: ქუთაისელებმა 27:4 მოიგეს და ყველაფერი
თავიანთ სასიკეთოდ გადაწყვიტეს.

ბუბა ბერიშვილმა და გიორგი ბარბაქაძემ ქუთაისელებს შესაბამისად 24 და
23 ქულა შესძინეს, ორმაგი დუბლით კი რევაზ დიდია გამოირჩა – 17 ქულა და 11 მოხსნა.
სოხუმელების წინამძღოლი კი ტრადიციულად ლაშა ფარღალავა იყო, რომელმაც 28 ქულა
მოაგროვა, თუმცა ბურთს ხშირად კარგავდა, რითაც ქუთაისელებს სწრაფი ონტრშეტევების
განხორციელების საშუალებას აძლევდა.

სოხუმელთა შორის არ იყო ლიტველი პეტრას ბალოჩკა, რომელიც სამშობლოდან გათავისუფლების
ფურცელს ელოდება და დღეს თავის ახალ გუნდს ტრიბუნიდან გულშემატკივრობდა.
მატჩის სტატისტიკა: http://superleague.ge/results.php?gameid=306