რევაზ როგავამ რუმინეთის უმაღლეს ლიგაში მორიგი მატჩები გამართა. 11 და 12 დეკემბერს მისმა “ტარგუ ჯიუმ” მეორე და მესამე ტურის შეხვედრები ჩაატარა.
მეორე ტურში როგავას გუნდმა ტიმიშოარასთან 63:71 წააგო, ქართველი უკანახაზელი კი უკვე სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და ორმაგ დუბლამდე ერთადერთი ქულა დააკლდა. რევაზმა 32 წუთში 5-დან 2 ორქულიანი, 7-დან 1 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო და 9 ქულას 10 პასი, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა წაამატა. როგავამ ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
რუმინეთის ჩემპიონატის მე-3 ტურში ტარგუ ჯიუ გალატის ესტუმრა და 71:87 წააგო, ქართველმა ლეგიონერმა კი 34 წუთში 19 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. როგავამ 4-ვე ორქულიანი, 7-დან 3 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო გამოიყენა, მხოლოდ 1 შეცდომა ჰქონდა, არ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 3-ჯერ დაირღვა.
3 მატჩის ჯამში ქართველი კალათბურთელის საშუალო მონაგარი 15.7 ქულა, 4.0 მოხსნა, 5.7 პასი და 1.7 ჩაჭრაა, რაც დასაწყისისთვის ნამდვილად კარგი მაჩვენებელია.