რიკი ჰიკმანის “მაკაბი” ისრაელის ჩემპიონატის ფინაურ სერიაში დაწინაურდა

რიკი ჰიკმანის “მაკაბი” ისრაელის ჩემპიონატის ფინაურ სერიაში დაწინაურდა

ქართული პასპორტის მქონე რიკი ჰიკმანის “მაკაბიმ” ისრაელის ჩემპიონატის ფინალური სერია გამარჯვებით დაიწყო. თელავიველებმა ჰაიფაში, თავის მოსახელე “მაკაბის” დაძაბულ ბრძოლაში – 81:77 მოუგეს და მოედნის უპირატესობა მოიპოვეს.
ჰიკმანი სასტარტო ხუთეული იყო და ტაირის რაისის შემდეგ თავისიანთაგან ყველაზე შედეგიანი გახლდათ. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა 26 წუთში 14 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა, ბურთი კი ერთჯერ დაკარგა. ჰიკმანმა 5-დან 2 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. რაისმა 30 წუთში 30 ქულა მიითვალა.
ფინალური სერიის მომდევნო მატჩი 11 ივნისს, თელ ავივში გაიმართება.