ბალტიის ლიგის მორიგ ტურში ქართველებით გაძლიერებულმა “ტარტუ როკმა” დიდი ბრძოლა გადაიტანა შინ ლატვიურ “ვენტსპილსთან, თუმცა საბოლოოდ მაინც წაგებული გამოვიდა. “როკერებმა” ბოლო წამებზე დასანანი მარცხი განიცადეს – 62:63.
ქართველმა კალათბურთელებმა განსხვავებული შედეგიანობით ითამაშეს: გიორგი ცინცაძე 16 ქულით თავისიანთაგან თანაბობმარდირი გახდა (ტანოკა ბერდსაც 16 ქულა დაუგროვდა), ხოლო ვიქტორ სანიკიძემ ქულის მოგროვება ვერ შეძლო.
გიორგი ცინცაძე
ცინცაძემ ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 38 წუთი გაატარა. მან 14–დან 7 ორიანი ჩააგდო, რასაც 2 საჯარიმოც მოაყოლა. ცინცაძის ანგარიშზე იყო ასევე 6 პასი და თითო ჩაჭრა–პასი.
რაც შეეხება სანიკიძეს, მან 16 წუთი ითამაშა და ორივე ორქულიანი ააცილა. რაც სანიკიძეს აქტივში შეიძლება ჩაითვალოს, 9 მოხსნაა – ვიქტორი ფარქვეშ საკმაოდ აქტიური იყო.
“როკისთვის” ეს იყო მესამე მარცხი მეშვიდე მატჩში და ტარტუელები 10–გუნდა ცხრილში მეხუთე ადგილზე არიან. “როკერები” ბალტიის ლიგაზე მომდევნო მატჩს 29 ნოემბერს ლიტვურ “ჟალგირისთან” გამართავენ