რუსეთის ნაკრებს ჯეი არ ჰოლდენმა უარი შეუთვალა

რუსეთის ნაკრებს ჯეი არ ჰოლდენმა უარი შეუთვალა

რუსეთის მოქალაქეობის მქონე ამერიკელმა გამთამაშებელმა ჯეი არ ჰოლდენმა სლავთა ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადა. ასე და ამგვარად, რუსები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ქართველების წინააღმდეგ ნატურალიზებული კალათბურთელის გარეშე ითამაშებენ,
 
“ეს ჰოლდენის გადაწყვეტილებაა და პატივი უნდა ვცეთ” – განაცხადა რუსეთის ეროვნული გუნდის თავკაცმა დევიდ ბლატმა, რომელიც ამერიკელი კალათბურთელისგან ნაკრებში თამაშზე თანხმობას ბოლო დღეებამდე ელოდებოდა.
 ამას გარდა, ცნობილი გახდა იმ მოთამაშეთა ვინაობა, რომლებსაც ბლატი ნაკრების მეორე შეკრებაზე შეიმატებს. ესენიარიან: დმიტრი ხვოსტოვი (მცველი, “ხიმკი”), მაქსიმ გრიგორიევი (მცველი, “ლოკომოტივი”, ყუბანი), ვალერი ლიხოდეი (ფორვარდი, “სპარტაკი”), სემიონ ანტონოვი (ფორვარდი, “ნიჟნი ნოვგოროდი”), ნიკიტა შაბალკინი (ფორვარდი, “დინამო”) და ალექსეი ზოზულინი (მცველი, “სპარტაკი”).