დღეს რუსთავში ერთმანეთს ჩემპიონატის ლიდერები: 11–11 ქულის მქონე
„ენერჯი–ინვესტი“ და „ჰიუნდაი“ დაუპირისპირდნენ და შეხვედრის შემდეგ რუსთაველები
ერთპიროვნული ლიდერები გახდნენ.
რუსთაველებს ამ მატჩში გვარიანი ჩამორჩენის გაბათილება მოუხდათ. ნიკოლოზ
ჩერქეზიშვილის გუნდმა თამაში კარგად დაიწყო და პირველი ტაიმის შემდეგ
“ჰიუნდაი” 9 ქულას იგებდა – 56:47. ტრადიციულად შედეგიანად თამაშობდა
დუდა სანაძე, რომელსაც მხარი ვასილ ბერუაშვილმა და ირაკლი ჩერქეზიშვილმაც აუბეს,
რამაც თბილისელებს ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოუტანა.
თუმცა მეორე ტაიმიდან ყველაფერი მასპინძელთა სასარგებლოდ შეიცვალა.
აკაკი დვალიშვილმა ფარქვეშეთი დაიპყრო. მას საბოლოოდ 23 მოხსნა დაუგროვდა, რაც
მიმდინარე ჩემპიონატის რეკორდია. აქამდელი რეკორდიც (22) მას ეკუთვნოდა, თუმცა
გუშინ მაკაბელმა გიორგი რევაზაშვილმა „ნიკესთან“ მატჩში 22 მოხსნა მოინაგრა და დვალიშვილმაც
არ დაანება: დღეს „ჰიუნდაისთან“ ისევ საუკეთესო შედეგი აჩვენა.
დვალიშვილი თუ ფარქვეშ ბატონობდა, რუსთაველი სნაიპერი რევაზ ჩაჩანიძე თბილისელებს
შორიდან არ ასვენებდა. ჩაჩანიძემ ამჯერად 10 სამქულიანი ჩააგდო (წინა მატჩში
რეკორდული 15 სამიანი იყო მის ანგარიშზე) და ქვემოქართლელთა გამარჯვებას ხელი
მნიშვნელოვნად შეუწყო. მასპინძლებმა მესამე მეოთხედი 27:11 მოიგეს და ბოლო მეოთხედშს
7–ქულიანი ლიდერობით შეხვდნენ.
რუსთაველებს მოპოვებული უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ და საბოლოოდ
ლიგაში ერთპიროვნული ლიდერობის მომტანი გამარჯვებაც მოიპოვეს.
მატჩის სტატისტიკა: http://u-20.ge/results.php?gameid=91