1997-წლამდელთა ჩემპიონატი. ფინალი. მეორე მატჩი.
აკადემიის დარბაზი. 28 ივლისი
ორბი 53:62 რუსთავი
10:7 21:20 9:18 13:17
ორბი: მჭედლიშვილი (25 ქულა), გოგოლაძე (12 ქულა)
რუსთავი: გოგობერიშვილი (26 ქულა), ალავერდაშვილი (12 ქულა)
დღეს გამართულ საპასუხო მატჩში რუსთაველებმა მოახერხეს გამარჯვება და ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრეს. ახლა ყველაფერი მესამე, გადამწყვეტ შეხვედრაზე ჰკიდია, რომელიც ხვალ, 29 ივნისს რუსთავში, 13 საათზე გაიმართება.
არადა, „ორბმა“ გუშინ რუსთავში იმარჯვა და მოედნის უპირატესობა წაართვა ქვემოქართლელებს. ზვიად დიდბარიძის გუნდს ერთი ნაბიჯი აკლდა ჩემპიონობამდე, ამისათვის მას დღევანდელი შეხვედრა უნდა მოეგო. კარგადაც დაიწყეს თბილისელებმა, თავიდანვე მოიპოვეს ლიდერობა და პირველი მეოთხედის 10:7 მოგების შემდეგ მეორე ათწუთეულში 20:10 დაწინაურდნენ.
რუსთაველები არ გატყდნენ და ნელ–ნელა იწყეს ანგარისის შემცირება. გიგი გოგობერიშვილი შორი სროლებითა და სწრაფი გარღვევებით ლაშქრავდა თბილისელთა კალათს, ხოლო სტუმართა უკანახაზელი ბონდო ცაგურია ბურთს კარგად ათამაშებდა. შედეგად, რუსთაველებმა 18:9 მოიგეს მესამე მეოთხედი და გადამწყვეტი პერიოდის წინ 5 ქულით დაწინაურდნენ.
ბოლო მეოთხედში რუსთაველებს ხსენებულ მოთამაშეებთან ერთად თორნიკე ქეშელაშვილი და გიორგი ქავთარაძეც მიეშველა, რამაც ის შედეგი გამოიღო, რომ სტუმრებმა იმარჯვეს და სერიაში ანგარიში გათანაბრდა.
ხვალ რუსთავში ჩემპიონი გამოვლინდება.
რუსთაველები წუთშესვენებაზე
შეტევაზეა “ორბის” კაპიტანი ლევან გოგოლაძე
რუსთაველები გამარჯვებას ზეიმობენ