დასრულდა რეგულარული ჩემპიონატი. პირველი
ადგილის მფლობელის ბედი ბოლო ტურში გამოვლინდა. რუსთაველებმა თბილისის სპორტის
სასახლეში დაამარცხეს „სამედიცინო“ და პირველ ადგილზე გავიდნენ.
რუსთაველება ეს პირადი შეხვედრების
გათვალისწინებით მოახერხეს. ორივე გუნდმა თანაბარი ქულები დააგროვეს და საუკეთესო
ერთმანეთთან ჩატარებული მატჩების შედეგად გამოვლინდა. „სამედიცინოსა“ და „რუსთავის“
ორივე შეხვედრა ამ უკანასკნელმა მოიგო და დებულების თანახმად პირველ ადგილზეც
გავიდა.
მესამე ადგილი დაიკავა „ჰიუნდაიმ“,
რომელმაც დღეს „დინამოს“ მოუგო.ჰიუნდაელებმა რეგულარულში მხოლოდ 3 მატჩი წააგეს (2
სამედიცინოსთან, 1 რუსთავთან).
პლეი ოფში 8 გუნდი გავიდა, რომლებიც ასე
დაწყვილდნენ: რუსთავი – სტუ, სამედიცინო – მაკაბი, ჰიუნდაი – ქუთაისი და დინამო –
ნიკე. ნახევარფინალში ის გუნდი გავა, რომელიც 1 გამარჯვებას მოიპოვებს.