რუსთაველთა რთული გამარჯვება შსს–სთან

რუსთაველთა რთული გამარჯვება შსს–სთან

სულ მცირე დააკლდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდს
რუსთავში გამარჯვებამდე, რითაც „ენერჯი–ინვესტს“ სუპერლიგაში პირველ მარცხ
განაცდევინებდა, თუმცა მასპინძლებმა ბოლო წუთებზე მაინც მოახერხეს გამარჯვება – 79:76.

მატჩს მოუთმენლად ელოდნენ რუსთაველი
გულშემატკივბრები, რათა საქმეში სურთად ხილვა „ენერჯი–ინვესტის“ ამ კვირაში
შემატებული ამერიკელი ლეგიონერის, დომონიკ ტილფორდის ხილვა. თუმცა უნდა ითქვას,
რომ მათ იმედები გაუცრუვდათ. ტილფორდი აშკარად ვერ იყო იშტაზე და 9 წუთის შემდეგ
მწვრთნელმა მოედნიდან რომ გაიყვანა, აღარც დაუბრუნებია. ტილფორდმა ოთხივე
სამქულიანი ააცილა და 1 ორიანის ჩაგდება მოახერხა.

რუსთაველებმა მაინც მოახერხეს პირველი მეოთხედის
მოგება, თუმცა მეორედან შსს–ს მოთამაშეები წარმატებით აამოქმედდნენ და ლიდერობას
დაეპატრონენ. ერთ ეპიზოდში არჩილ ჟღენტის გაწვრთნილი შსს 11 ქულითაც დაწინაურდა,
მაგრამ მესამე მეოთხედის მიწურულს მასპინძლებმა ჩამორჩენა სამამდე შეამცირეს –
62:65.

გადამწყვეტი მეოთხედი გარდამავალი უპირატესობით
წარიმართა. ორივე გუნდი ფრთხილობდა და დაცვას უფრო მეტ ყურადღებას აქცევდა, რაც ტამაშის
ხარისხსაც ეტყობოდა.

ბოლო წუთებზე რუსთაველებმა იყოჩაღეს – მიხეილ
ჭოჭუამ, ანატოლი ბოისამ და დავით არწივიძემ სამქულიანები ჩააგდეს და 74:71
დააწინაურეს მასპინძლები. ირაკლი ბერიშვილმა და გიორგი ნიკოლაძემ ანგარიში 2
ქულამდე კი შეამცირეს, მაგრამ საფინალო სირენამდე 12 წამით ადრე ანატოლი ბოისა
საჯარიმოს ხაზზე დადგა და 2–დან 1 საჯარიმო ჩაუგდო შსს–ს. 79:76 ჩამორჩენილ ჟღენტის
გუნდს ანგარიშის გასათანაბრებლად საკმარისი დრო კი ჰქონდა, მაგრამ დავით
ბერიშვილის სასროლი სამქულიანი რუსთაველთა კალათში არ ჩაეშვა.

ტურის დარჩენილი 3 შეხვედრა ხვალ თბილისის სპორტის
სასახლეში გაიმართება.

 

სტატისტიკა: http://www.superleague.ge/results.php?gameid=210