სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა. წინ პლეი ოფია, სადაც 8
საუკეთესო გუნდი გავიდა და რომლებიც მეოთხედფინალიდან გააგრძელებენ ბრძოლას. „ენერჯი–ინვესტმა“
ერთხელაც დაამარცხა სსაუ და პირველ ადგილზე დაუმარცხებლად გავიდა.
ცენტრალურ შეხვედრას სატურნირო თვალსაზრისით არანაირი მნიშვნელობა არ
ჰქონია. ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში რუსთაველები პირველ ადგილზე რჩებოდნენ,
ხოლო აგრარული უნივერსიტეტის გუნდი მეორე ადგილზე ასრულებდა რეგულარულ ჩემპიონატს.
მიუხედავად ამისა, სსაუ–ს მაინც სურდა გამარჯვება, რათა პლეი ოფის წინ
ფსიქოლოგიური უპირატესობა მოეპივებინა. მატჩის პირველ მეოთხედში უშეღვათო
ორთაბრძოლა ვიხილეთ, შეხვედრა თანაბრად მიმდინარეობდა და ვერც ერთი გუნდი
ლიდერობის მოპოვებას ვერ ახერხებდა. მესამე მეოთხედიდან კი რუსთაველთა უპირატესობა
გამოიკვეთა, რაც მათი ახალშემატებული ამერიკელი უკანახაელის, დომონიკ ტილფორდის
დამსახურება გახლდათ. ტილფორდმა „ენერჯიში“ თამაში მძომედ დაიწყო და საწყის მატჩში
განცდილი კრახის შემდეგ გონს მოეგო. ამერიკელმა უკანახაზელმა დღეს 31 ქულა
მიითვალა, სწორედ მისმა სამქულიანებმა დაუბევა რუსთაველებს სოლიდური უპირატესობა,
რის შემდეგაც აგრარელები გატყდნენ და თამაშის ბოლომდე ახლოსაც ვერ მივიდნენ
მეტოქესთან. ტილფორდი ბურთს გონივრულად ათამაშებდა და ზვიად ბაბიაშვილთან საკმაოდ
ნაყოფიერი ტანდემიც შექმნა. თუმცა მისი მთავარი იარაღი ზუსტი სროლები იყო, რის
აღკვეთასაც აგრარელები ვერ ახერხებდნენ და მეორე ტაიმში რუსთაველებმა გამარჯვების
მომტანი უპირატესობაც დაიბევეს.
მომდევნო მატჩის, „დინამო“ – შსს–ს მთავარი ინტრიგა ის გახლდათ, რომ „ძალობნებს“
75–ქულიანი გამარჯვების მოპოვება სჭირდებოდათ, რასაც ვერ მიაღწიეს და მეოთხე ადგილი
და მოედნის უპირატესობა ნახევარფინალურ სერიაში „ბათუმს“ დაუთმეს. ბათუმელებმა
პარასკევს შინ „სოხუმს“ 28 ქულით მოუგეს და შსს–ზე 74 ქულით უკეთესი ბურთების
შეფარდება დაინევეს. შსს–ს რომ „დინამოსთვის“ ცხრილში გადაესწრო, მინიმუმ 75 ქულით
უნდა ემარჯვა, მაგრამ ეს ფანტასტიკის სფერო იყო და „ძალოვნებს“ არც გამოუვიდათ.
ბოლო მატჩში ერთმანეთს თსუ და „სამედიცინო–აკადემია“ შეხვდნენ. სახელმწიფო
უნივერსიტეტელმა ვახტანგ მინაშვილმა მოპოვებული ქულების მხრივ მიმდინარე სეზონის
რეკორდი გამოაცხო. მან 53 ქულა ჩააგდო და 9 ქულით გააუმჯობესა ბათუმელი დავით
იმნაძის რეკორდი.
შეხვედრა სახელმწიფო უნივერსიტეტელებმა 119:96 მოიგეს და მესამე
ადგილზე დაასრულეს რეგულარული ჩემპიონატი. მაშ ასე, პლეი ოფში, რომელიც 14 აპრილს
დაიწყება, ეს წყვილები შეხვდებიან:
ენერჯი – სამედ/აკადემია
სსაუ – დინამო
თსუ – სოხუმი
ბათუმი – შსს
გამარჯვება 2 მოგებამდეა.