რუსთავმა ბათუმშიც იმარჯვა

რუსთავმა ბათუმშიც იმარჯვა

ბათუმში 14-წლიანთა ჩემპიონატის 1 მატჩი გაიმართა – აჭარის ნაკრებმა ‘რუსთავს უმასპინძლა. ამ გუნდების პირველი შეხვედრა 2 კვირის წინ რუსთავში შედგა, სადაც ძალიან დაძაბულ ბრძოლაში, დამატებით დროში ქვემოქართლელებმა იმარჯვეს.

 

4 ივნისს ბათუმში გამართული შეხვედრაც რუსთაველების გამარჯვებით დასრულდა, თუმცა იმ განსხვავებით, რომ სტუმრებს გამარჯვების მოპოვება დიდად არ გასჭირვებიათ. ქვემოქართლელებმა პირველი ტაიმის შემდეგ 11-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს და საბოლოოდ გამარჯვების მოპოვება აღარ გასჭირვებიათ – 84:75.

 

4 ივნისი. ბათუმი

აჭარის ნაკრები – რუსთავი                 75:84

აჭარა: ნ. მედილიში (31), ლ. კუპრეიშვილი (16)

რუსთავი: მ. გავაშელიშვილი (20), ტ. არაბული (17)