რუსთავმა თელავს 71 ქულით მოუგო

რუსთავმა თელავს 71 ქულით მოუგო

დღეს რუსთავში ერთი მატჩი გაიმართა. ქვემოქართლელებმა თელაველებს უმასპინძლეს და რომ იტყვიან, ოფლის მოუდენლად დაამარცხა. რუსთაველებმა პირველი მეოთხედი 23:2 მოუგეს კახელებს და ყველაფერიც აქ გადაწყდა.
 
 
 
დაბოლოოდ ასეც მოხდა – მასპინძლებმა 90:31 დაამარცხეს თელაველები და 16–წლამდელთა ჩემპიონატში ბრწყინვალე დებიუტი მოიწყვეს. რუსთაველთაგან თავი განსაკუთრებულად არვის გამოუჩენია, გია მებურიშვილის შეგირდებმა გუნდურად ითამაშეს. ყველაზე მეტი ქულა (15) გიორგი ოქრომჭედლიძემ ჩააგდო, თუმც არანაკლებ სარგებლიანი იყო მისი თანაგუნდელი მერაბ აფციაური, რომელსაც 12 ქულა და 16 მოხსნა დაუგროვდა.