საკალათბურთო კლუბი “არმია” ბავშვების მიღებას აცხადებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ა(ა)იპ სპორტული კლუბი ,,არმია“-ს საკალათბურთო გუნდი აცხადებს 2000 – 2001, 2002 – 2003, 2004 – 2005 წლებში დაბადებულ ბავშვთა მიღებას (შერჩევა კონკურსის სახით) კლუბის საკალათბურთო ჯგუფებში. შესარჩევი კონკურსი ჩატარდება შემდეგ მისამართზე: უნივერსტეტის ქუჩა N2  (არენას დარბაზი) 2015 წლის 24, 25, 26ივნისს 13:00-ზე.
ა(ა)იპ სპორტული კლუბ არმიას საკალათბურთო გუნდი ვარჯიშებს შეუდგება 2015 წლის ივლისის თვიდან.
კონკურსში შერჩეული მოთამაშეები უზრუნველყოფილი იქნებიან უფასო ვარჯიშებით.
კონკურსის წესით შეირჩევა  2000 – 2001; 2002 – 2003; 2004 – 2005 წლებში დაბადებული ბავშვების ჯგუფები:
25 ივნისი – 13:00 საათი –  2000 – 2001 წლებში დაბადებული ბავშვები;
26 ივნისი – 13:00 საათი – 2002 – 2003 წლებში დაბადებული ბავშვები;
27 ივნისი – 13:00 საათი – 2004 – 2005 წლებში დაბადებული ბავშვები.
 ბავშვებმა თან უნდა იქონიონ სპორტული ფორმა და სპორტული ფეხსაცმელი.