სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 2011 წლის სპორტული სეზონი 28 დეკემბერს სასტუმრო რედისონში შეაჯამა. სამინისტროს ტრადიციულ საზეიმო ღონისძიებაზე ამჯერად 8 ნომინაციაში გამოვლინდნენ რჩეულები.
დასახელდა 2011 წლის საუკეთესო სპორტსმენი, 2011 წლის საუკეთესო გუნდი, 2011 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი, 2011 წლის პარასპორტსმენი (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სპორტსმენი), ასევე გამოვლინდებიან 2011 წლის საუკეთესო მსაჯები, 2011 წლის საუკეთესო სპორტული მენეჯერები და ასევე დასახელდნენ 2011 წლის 10 წარმატებულ სპორტის სახეობაში საუკეთესო შედეგის მქონე სპორტსმენები.
ნომინაციაში გამარჯვებულები სპორტისა და ახალაგზრდობის საქმეთა მინისტრმა – ვლადიმერ ვარძელაშვილმა დააჯილდოვა.
2011 წლის საუკეთესო გუნდად აღიარებული იქნა საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები. ხოლო კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი, მერაბ რატიშვილი, რომელიც ეროვნული გუნდის გენერალური მენეჯერია, სპორტის სამინისტროს რჩეული გახდა. რატიშვილი 2011 წლის საუკეთესო სამ მენეჯერთა შორის დასახელდა.
აღარება ჰპოვა საკალათბურთო არბირტმა მაკა კუპატაძემ, რომელიც სამინისტროს გალა დაჯილდოვებაზე 2011 წლის სამ საუკეთესო მსაჯს შორის დაასახელეს. კუპატაძე ფიბა–ს ლიცენზირებული არბიტრია და სხვადასხვა ევროტურნირებზე სისტემატიურად მსაჯობს.