საკალათბურთო სუპერლიგა ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო კამპანიას შეუერთდა

საკალათბურთო სუპერლიგა ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო კამპანიას შეუერთდა

საკალათბურთო სუპერლიგა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ წამოწყებულ კამპანიას  შეუერთდა – სპორტსმენები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. 

კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრას. საქართველოში სამთავრობო კამპანიას კოორდინაციას უწევს: გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია. 

ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარე სუპერლიგის მეოთხე ტურის ცენტრალური შეხვედრაში, “დელტასა” და “ოლიმპის” მოთამაშეებმა მატჩის დაწყების წინ კამპანიის სლოგანით “სპორტსმენები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ” მაისურები გადაიცვეს და ფოტოები გადაიღეს. 

“დელტა” V  “ოლიმპის” პირდაპირ ტრანსლაციას ახორციელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.