სუპერლიგის გასულ ტურში მომხდარი ინციდენტის შესახებ დღეს კალათბურთის ფედერაციაში, სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს და ადმინისტრაციული სასჯელებიც გამოიტანეს.
შეგახსენებთ, რომ „დინამო“–„სამედიცინო–აკადემიის“ მატჩის ბოლოს ამ უკანასკნელი გუნდის მწვრთნელის აღშფოთების და მსაჯის შეურაცხყოფის გამო სათადარიგოთა მთლიანმა სკამმა ტექნიკური ჯარიმა მიიღო. გელა წულაზე აღშფოთდა მსაჯ დავით ბედეკაშვილის გადაწყვეტილოებით, როცა ამ უკანასკნელმა „სამედიცინო–აკადემიის“ მოთამაშე დააჯარიმა და პროტესტი მკაცრად გამოხატა.
დისციპლინარებმა ინციდენტის ყველა მონაწილე დაიბარეს ფედერაციაში, განიხილეს მომხდარი და შემდეგი დადგენილება გამოიტანეს:
„სამედიცინო–აკადემიის“ მწვრთნელი გელა წულაძე მსაჯის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის დისკვალიფიცირებულია სუპერლიგის ორი მატჩით, მწვრთნელის თანაშემწეს, გია კაზანჯიანს მიეცა მკაცრი საყვედური. მსაჯს დავით ბერეკაშვილს მიეცა გაფრთხილება მასზე, რომ მწვრთნელ გელა წულაძის მიმართ არ გამოიჩინა მისი საქციელის ადექვატური სიმკაცრე“.