სამივე ასაკობრივი ნაკრების მეტოქეები დღევანდელმა კენჭისყრამ გამოავლინა

სამივე ასაკობრივი ნაკრების მეტოქეები დღევანდელმა კენჭისყრამ გამოავლინა

გერმანიის ქალაქ ფრეისინგში დღეს ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების კენჭისყრა გაიმართა, რომელსაც ფიბა-ევროპის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი კირელ კუმანსი და ამ ორგანიზაციის მსაჯთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი რიჩარდ სტოკსი უძღვებოდნენ.
საქართველოს სამივე ასაკობრივი ნაკრები 2014 წელს B დივიზიონში იასპარეზებს, გერმანიაში გამართულმა კენჭისყრამ კი ყველა მათგანის მეტოქეები გამოავლინა. მაშ ასე, გთავაზობთ კენჭისყრის შედეგებს.

16-წლამდელთა ჩემპიონატი. B დივიზიონი. 20-30 აგვისტო. შტრუმიცა. მაკედონია
A ჯგუფი
ინგლისი, ლუქსემბურგი, ბელგია, ესტონეთი, რუმინეთი, შოტლანდია
B ჯგუფი
ისრაელი, ნორვეგია, სლოვენია, საქართველო, მაკედონია
C ჯგუფი
უნგრეთი, ირლანდია, ჩეხეთი, ბულგარეთი, ჰოლანდია
D ჯგუფი
შვედეთი, ავსტრია, ჩერნიგორია, შვეიცარია, პორტუგალია, ალბანეთი
 
18-წლამდელთა ჩემპიონატი. B დივიზიონი. 24 ივლისი – 3 აგვისტო. დონეცკი. უკრაინა
A ჯგუფი
ბულგარეთი, ირლანდია, პორტუგალია, უკრაინა, დანია, შოტლანდია
B ჯგუფი
რუმინეთი, ლუქსემბურგი, უნგრეთი, შვედეთი, ჰოლანდია
C ჯგუფი
შვეიცარია, ნორვეგია, მაკედონია, სლოვენია, ფინეთი
D ჯგუფი
ესტონეთი, ავსტრია, ისრაელი, გერმანია, საქართველო, ისლანდია
 
 
20-წლამდელთა ჩემპიონატი. B დივიზიონი. 10-20 ივლისი. სარაევო. ბოსნია
A ჯგუფი
ლუქსემბურგი, რუმინეთი, ბოსნია, კვიპროსი, პორტუგალია, ბელგია, ესტონეთი
B ჯგუფი
ბელარუსი, საქართველო, უკრაინა, შვეიცარია, ავსტრია, ჰოლანდია, ფინეთი
 
სიახლე ის გახლავთ, რომ 20-წლამდელებში გუნდების ნაკლებობის გამო 2 ჯგუფი გაკეთა და შესაბამისად, გათამაშების სისტემაც შეიცვალა. B დივიზიონის სამივე ასაკში საუკეთესო 3 გუნდი 2015 წელს ელიტარულ, A დივიზიონში იასპარეზებს.