სანაძემ “პრიმორსკას” “პოდჩეტრტეკთან” მოგებულ მატჩში ულიდერა

სანაძემ “პრიმორსკას” “პოდჩეტრტეკთან” მოგებულ მატჩში ულიდერა

სლოვენიის უმაღლესი ლიგის ბომბარდირი დუდა სანაძე შედეგიან თამაშს განაგრძობს. „პრიმორსკას“ ქართველმა ლეგიონერმა ამჯერად 18 ქულა მიითვალა და თავის გუნდს „პოდჩეტრტეკთან“ 92:72 მოგებულ მატჩში ულიდერა.

სანაძე სასტარტი ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე 28 წუთით გამოჩნდა და ბომბარდირიც გახდა. დუდამ 6-დან 2 ორქულიანი, 6-დან 3 სამიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. 18 ქულასთან ერთად ქართველმა უკანახაზელმა 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა, ბურთი კი 4-ჯერ დაკარგა. სანაძის კვალზე გამარჯვებულთაგან 13 ქულა ჰქონდა იან კოსის.
„პრიმორსკას“ 6 მოგების წილ 4 მარცხი აქვს და 12-გუნდიან სლოვენიის ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა. 21 დეკემბერს პრიმორსკელები „კასტინგს“ უმასპინძლებენ. სანაძე მატჩში საშუალოდ 19 ქულით სლოვენიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია. ა