სანაძემ “სან დიეგოს” “დრაგონსთან” მოგებულ მატჩში ულიდერა

სანაძემ “სან დიეგოს” “დრაგონსთან” მოგებულ მატჩში ულიდერა

დუდა სანაძის წინამძღოლობით „სან დიეგომ“ სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვა. დღეს, სანდიეგოელებმა „დრექსელ დრაგონსს“ უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში – 62:59 სძლიეს.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ქართველი უკანახაზელი დასახელდა. მწირექულიან მატჩში სანაძემ 12 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. დუდას სამქულიანი არ უსვრია: 7-დან 4 ორიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. 14 ქულა დააგრვა მისმა თანაგუნდელმა მარკუს ჰარისმა, თუმცა მას სხვა მაჩვენებლებში ღირებული არაფერი მოუგროვებია და საუკეთესოდან სანაძე დასახელდა.
„სან დიეგოს“ 1 მოგება და 5 მარცხი აქვს და არასაკონფერენციო, ამხანაგური ხასიათის მატჩების სერიას აგრძელებს. მომდევნო შეხვედრა სანაძის გუნდს 2 დეკემბერს, შინ „ბეტესდა ფლეიმსთან“ ელის.