სანაძის 10 ქულა და მეორე მარცხი

სანაძის 10 ქულა და მეორე მარცხი

არასაკონფერენციო მატჩების სერიას აგრძელებს დუდა სანაძის „სან დიეგო ტორეროსი“ ამერიკის სტუდენტური ლიგა ხურდება და ნელ-ნელა თავის პიკს მიაღწევს. სეზონის სტარტზე შედეგებით ვერ გამოირჩევა „სან დიეგო“, რომელმაც მეორე შეხვედრა დასავლეთ მიჩიგანის უნივერსიტეტთან 62:74 დათმო.
სანე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 24 წუთში 10 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა მსროლელმა 3-დან 2 ორქულიანი და 6-დან 2 სამიანი ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 4-ჯერ დაჯარიმდა.
მომდევნო მატჩი სანდიეგოელებს 21 ნოემბერს სტუმრად, „ფილერტონთან“ ელით.