სანაძის 11 ქულა და დასანანი მარცხი “სან ფრანცისკოსთან”

სანაძის 11 ქულა და დასანანი მარცხი “სან ფრანცისკოსთან”

დუდა სანაძის გუნდმა დასანანი მარცხი განიცადა. ამერიკის სტუდენტურ ლიგაში “სან დიეგო ტორეროსმა” “სან ფრანცისკოს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე მიღებული 2-ქულიანით 62:64 დამარცხდა. ქართველმა უკანახაელმა აღნიშნული მატჩი ტრავმირებულმა ითამაშა – სანაძემ პირველ ტაიმში ზურგი დაიზიანა და ექიმების ჩარევის შემდეგ, მეორე ნახევარი ტკივილის ქვეშ ითამაშა.
შეხვედრა თავიდან ბოლომდე დაძაბული და თანაბარი იყო. ვერც ერთმა გუნდმა ვერ მოახერხა ხელჩასაჭიდი უპირატესობის მოპოვება. პირველი ტაიმი 36:36 დასრულდა, მეორეშიც თანაბრად იზრდებოდა ანგარიში და ყველაფერი ბოლო წამებზე გაირკვა.
სანფრაცისკოელმა აივერი ჰოლმსმა საფინალო სირენამდე 27 წამით ადრე თავისიანები 62:59 დააწინაურა, სამ წამში კი სანდიეგოელმა კრის ანდერსონმა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა. “სან ფრანცისკოს” შეტევაში ბურთი ტომას ჯაკობსმა ჩაუჭრა, რომელზეც დაჯარიმდნენ და ამ უკანასკნელმა მხოლოდ 1 ჩაგდებულით საფინალო სირენამდე 15 წამით ადრე ანგარიში (62:62) გაათანაბრა. თამაშის დასრულებამდე 12 წამით ადრე ჰოლმსმა ორქულიანი მიითვალა, სანდიეგოელებმა კი გადამწყვეტ შეტევაში ბურთი დაკარგეს და საბოლოოდ 2 ქულით დამარცხდნენ.

სანაძე სასტარტო ხუთულში იყო და ზურგის ტრავმის გამო მოედანზე მხოლოდ 23 წუთი გაატარა. დუდამ 6-დან 4 ორქულიანი და 5-დან 1 სამიანი ჩააგდო, რამაც მთლიანობაში 11 ქულა შეადგინა. ამასთან ერთად სანაძემ 2 მოხსნა მოაგროვა, 3-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი ერთხელ დაკარგა.  სანდიეგოელთა შორის 16 ქულით საუკეთესო ჯონი დი გახლდათ, 15 ქულა კრის ანდერსონმა დააგროვა.
10-გუნდიან “ვესტ ქოუსთის” კონფერენციაში 2 მოგებითა და 5 წაგებით “სან დიეგო” მე-8 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას სანდიეგოელები ისევ საკუთრ მოედანზე, 23 იანვარს,  ამჯერად კონფერენციის ლიდერ “გონზაგასთან” გამართავენ.
 

გუნდი

კონფერენციაში

მთლიანად
გონზაგა

6-1

16-3
ბრიგჰემ იანგი

5-2

13-7
სეინთ მერი

4-2

14-5
სან ფრანცისკო

5-3

12-8
პეპერდაინი

5-3

12-8
პორტლენდი

3-4

11-8
სანტა კლრა

3-5

10-11
სან დიეგო

2-5

11-9
ლოიოლა

2-6

10-10
პასიფიკი

1-5

10-7