სანაძის 12 ქულა და გამარჯვება “ლოიოლასთან”

სანაძის 12 ქულა და გამარჯვება “ლოიოლასთან”

დუდა სანაძის „სან დიეგომ“ კონფერენციის მე-2 გამარჯვება მოიპოვა. კალიფორნიელებმა „ლოიოლა მერიმაუნთის“ უნივერსიტეტის გუნდს უმასპინძლეს და 77:69 დაამარცხეს.
ქართველი უკანახაზელი თამაშში სათადარიგოთაგან ჩაერთო და მოედანზე 3 სასტარტოზე მეტი – 29 წუთი გაატარა. სანაძემ 3-დან 2 ორქულიანი, 4-დან 2 სამიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. საქართველოს ნაკრების წევრს საბოლოოდ 12 ქულა, 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა დაუგროვდა. სანაძე 2-ჯერ დაჯარიმდა და ბურთიც 2-ჯერ დაკარგა. სანდიეგოელებს 23 ქულით მარკუს ჰარისმა ულიდერა.
„ვესტ ქოუსტის“ კონფერენციაში „სან დიეგოს“ 2 მოგების წილ 8 მარცხი აქვს და ბოლო ადგილზე იმყოფება. მორიგ მატჩს სანაძის გუნდი 5 თებერვალს, შინ „პასიფიკთან“ გამართავს.