სანაძის 12 ქულა და მე-5 გამარჯვება

სანაძის 12 ქულა და მე-5 გამარჯვება

5-დან მე-5 გამარჯვება მოიპოვა დუდა სანაძის გუნდმა. “სან დიეგო ტორეროსმა” ამერიკის სტუდენტურ ლიგაში თანაქალაქელი “ქრიშენი” დაამარცხა. ქართველი უკანახაზელის გუნდმა შეხვედრა იოლად – 82:46 მოიგო.
სანაძე ტრადიციულად სასტარტო ხუთულში იყო და ათქულიან ზღვარს ამჯერადაც ასცდა. დუდას ბევრი არ უთამაშია – 19 წუთში 12 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. სანაძემ 8-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. “ტორეროსის” სასტარტოთაგან ქართველ კალათბურთელს ყველაზე მეტი ქულა ჰქონდა, ბომბარდირი კი ტომას ჯეიკობსი გახდა 14 ქულითა და 13 მოხსნით.
მომდევნო მატჩს სანდიეგოელები 25 ნოემბერს, ჩიკაგოში, ილინოისის უნივერსიტეტთან ჩაატრებენ.