სანაძის 12 ქულამ “სან დიეგოს” სტუმრად, BYU-სთან ვერ უშველა

დუდა სანაძის შედეგიანი თამაშის მიუხედავად „სან დიეგომ“ „ვესტ ქოუსტის“ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ „ბრიგჰემ იანგის“ უნივერსიტეტთან დამარცხდა. მატჩი ტელეკომპანია ESPN-ით გადაიცემოდა და ის სანაძის გუნდის დამარცხებით – 62:74 დასრულდა.
სანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 22 წუთში 12 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა. სანაძემ 6-დან 3 ორქულიანი და 4-დან 2 სამიან ჩააგდო. სანდიეგოელთა ქართველი უკანახაზელი თანაგულდელთაგან შედეგიანობით მხოლოდ ჯონი დის ჩამორჩა, რომელმაც 13 ქულა მიითვალა.
„სან დიეგოს“ 7 მოგების წილ 9 წაგება აქვს და 10-გუნდიან ცხრილში მე6 ადგილზე იმყოფება. მორიგი მატჩი სანდიეგოელებს 26 თებერვალს, კონფერენციის უპირობო ლიდერ „გონზაგასთან“ ელის, რომელსაც მიმდინარე ჩემპიონატში 15-დან 15 გამარჯვება აქვს.