სანაძის 14 ქულა 16 წუთში და ზდიზედ მეოთხე გამარჯვება

დუდა სანაძის “სან დიეგო ტორეროსი” ამერიკის სტუდენტურ ლიგაში დაუმარცხებლად ასპარეზობს. სანამ საკუთარი დივიზიონის მატჩები დაეწყებოდეთ, სანდიეგოელები კალიფორნიიდან მოშორებით მყოფ გუნდებს ეჯიბრებიან და წარმატებითაც. “ტორეროსის” მორიგი მსხვერპლი ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტი გამოდგა, რომელიც სანდიეგოელებმა 75:44 გაანადგურეს.
მატჩი სანდიეგოელებისთვის იოლი გასეირნება გამოდგა, ამიტომაც მწვრთნელს სათადარიგოთათვის სათამაშო დროის გამოყოფის საშუალება მიეცა. სანაძე ხუთულში იყო, თუმცა მოედანზე მხოლოდ 16 წუთი დაჰყო. ეს დრო საკმარისი აღმოჩნა, რომ დუდას 14 ქულა მიეთვალა. ამ შედეგით ის თავის გუნდში მხოლოდ დენის კრამერს ჩამორჩა, რომელმაც 15 ქულა დააგროვა.
სანაძემ 14-ივე ქულა მეორე ტამში მოაგროვა. მან 4-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. ქართველმა უკანახაზელმა 2 მოხსნა და 1 პასიც მიითალა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა.
მომდევნო მატჩს “ტორეროსი” 21 ნოემბერს, თანაქალაქელ “კრისტიანის” უნივერსიტეტთან გამართავს. აღსანიშნავია, რომ ასეთი შედეგიანი სტარტი “სან დიეგოს” 1990-91 წლების სეზონისშემდეგ არჰქონია.