კონფერენციაში პირველი გამარჯვების მოპოვებიდან მე-3 დღს დუდა სანაძის “სან დიეგო ტორეროსი” შინ “პეპერდაინთან” დაძაბულ ბრძოლაში – 65:69 დამარცხდა. სანდიეგოელებისთვის ეს ამ გუნდთან უკვე მეორე მარცხია მიმდინარე სეზონში.
“ტორეროსი” “პეპედრაინს” პირველად 28 დეკემბერს შეხვდა 64:75 წააგო. დღვანდელი მატჩ უფრო დააბული გამოდგა, რომლის ბედიც ბოო წუთზე გაირკვა. შეხვედრის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე “სან დიეგო” 65:64 იგებდა, თუმცა დარჩენილ დროში “პეპერდაინმა” მეტი სიზუსტე გამოავლინა და საბოლოოდ 4 ქულის სხვაობით გაიმარჯვა.
სანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 33 წუთი გაატარა. ქართველმა ფრვარდმა 4-დან 2 ორქულიანი, 4-დან 2 სამიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მთლიანობაში დუდამ 14 ქულა და 4 მოხსნადააგროვა, 2-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი 3-ჯერ დაკარგა. სანაძეზე უკეთესი შედეგი სანდიეგოელთაგან დენის კრმერმა აჩვენა, რომელმაც 30 წუთში 17 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა.
10-გუნდიან “ვესტ ქოუსთის” კონფერენციაში 1 მოგებითა დ 4 მარცხით სანდიეგოელები ბოლო 2 ადგილს “პასიფიკთან” იყოფენ. მომდევნ შეხვედრას “ტორეროსი” 16 იანვარს, სტუმრად “სანტა კლარა ბრონქოსთან” გამართავს.
West Coast Standings
გუნდი
კონფერენციაში
მთლიანად
გონზაგა
4-1
14-3
სან ფრანცისკო
4-2
11-7
პეპერდაინი
4-2
11-7
სეინთ მერი
3-2
13-5
ბრიგჰემ იანგი
3-2
11-7
სანტა კლარა
3-3
10-9
პორტლენდი
2-3
10-7
ლოიოლა
2-4
10-8
პასიფიკი
1-4
10-6
სან დიეგო
1-4
10-8