სანაძის 15 ქულა და შინ აუტსაიდერთან განცდილი მარცხი

სანაძის 15 ქულა და შინ აუტსაიდერთან განცდილი მარცხი

ამერიკის სტუდენტური ლიგა რომ არაპროგროზირებადია, კიდევ ერთხელ დადასტურდა. დუდა სანაძის “სან დიეგომ” 2 დღის წინ შინ კონფერენციის ერთ-ერთი ლიდერი “სეინთ მერი” გაანადგურა, დღეს კი შინაურ არენზე ბოლო ადგილზე მყოფ “პასიფიკს” შეხვდა და თავად განადგურდა – 67:84.
რთულია, აიხსნას, თუ რატომ წააგეს სანდიეგოელებმა, მაგრამ ფაქტია – სანაძის გუნდს მატჩის მოგების შანსი არ ჰქონია. პირველი ტაიმი (20-წუთეული) მასპინძლებმა 40:50 წააგეს და ვითარება ვერც მეორე ნახევარში გამოასწორეს.

ქართველი უკანახაზელი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 25 წუთში 15 ქულა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა. სანაძემ 3-დან 2 ორქულიანი, 7-დან 2 სამიანი და 7-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. სანდიეგოელთა შორის საუკეთსო დენის კრამერი იყო 19 ქულითა და 8 მოხსნით, ჯონი დიმ კი პირად ანგარიშზე 17 ქულა ჩაიწერა.
4 მოგებითა და 7 მარცხით “სან დიეგო” 10-გუნდიან “ვესთ ქოუსთის” კონფერენციაში მე-7 ადგილზე რჩება. მომდევნო მატჩს კალიფორნიელები კვლავ შინაურ არენაზე, 6 თებერვალს, ბოლოადგილოსან “სანტა კლარასთან” გამართავენ, რომელიც პირველ წრეში სტუმრად დამარცხებული ჰყვთ.

გუნდი

კონფ

მთლიანად
გონზაგა

10-1

20-3
ბ. იანგი

7-4

15-9
სან ფრანცისკო

7-4

14-9
სეინთ მერი

6-4

16-7
პეპერდაინი

6-5

13-10
პორტლენდი

5-6

13-10
სან დიეგო

4-7

13-11
პასიფიკი

3-7

12-9
ლოიოლა

3-8

11-12
სანტა კლარა

3-8

10-14