სანაძის 19-მა ქულამ “სან დიეგოს” ვერ უშველა

სანაძის 19-მა ქულამ “სან დიეგოს” ვერ უშველა

დუდა სანაძის გუნდმა ამერიკის სტუდენტურ ლიგაში მე-4 მარცხი განიცადა.  ქართველი ფორვარდი თავის გუნდში საუკეთესო იყო, თუმცა სანაძის 19 ქულა გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. “სან დიეგო ტორეროსმა” ‘სანტა ბარბარას” უმასპინძლა და 61:72 წააგო.
სანაძემ სასტარტო ხუთულში – 35 წუთი ითამაშა. ქართველმა უკანახაზელმა 5-დან 4 ორქულიანი, 9-დან 3 სამიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 19 ქულასთან ერთად დუდას ანგარიშზე 4 მოხსნა და 3 ჩაჭრა დაგროვდა.
“ვესთ ქოუსთის” დივიზიონში 8 მოგებითა და 4 მარცხით “სან დიეგო” მე-5 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრა კალიფორნიელებს 22 დეკემბერს, სამხრეთ იუტას უნივერსიტეტთან ელით.

უტევს დუდა სანაძე