სანაძის 20-მა ქულამ “რადომი” მარცხისგან ვერ იხსნა

სანაძის 20-მა ქულამ “რადომი” მარცხისგან ვერ იხსნა

დუდა სანაძე პოლონეთის ჩემპიონატში შედეგიან თამაშს აგრძელებს. 26-ე ტურის შეხვდრაში “რადომის” ქართველმა მსროლელმა “დაბროვა გორნიცასთან” მატჩში 20 ქულა მოაგროვა, თუმც მისი გუნდი დამარცხებისგან ვერ იხსნა. მატჩი სტუმართა გამარჯვებით – 76:65 დასრულდა.

ქართველი ლეგიონერი თავის გუნდში ბომბარდირი გახდა. დუდამ 11-დან 6 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 10-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. 20 ქულასთან ერთად მან 6 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 2 პასიც მოაგროვა. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 26 შეადგინა და ამ მხრივ ის თანაგუნდელთაგან მხოლოდ ჯარვის უილიამსს ჩამორჩა, რომელმაც 16 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. 

8 მოგებითა და 18 მარცხით “რადომი” 16-გუნდიან ლიგაში მე-11 ადგილზეა. მომდევნო მატჩს კი 14 აპრილს, შინ “ზელენა გორასთან” გამართავს.