სანაძის 20-ქულიანი მატჩი “ლოიოლა რამბლერსთან”

სანაძის 20-ქულიანი მატჩი “ლოიოლა რამბლერსთან”

დუდა სანაძის შესანიშნავი მატჩი ამერიკის სტუდენტურ ლიგაში. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და კალიფორნიული „სან დიეგოს“ უკანახაზელმა „ლოიოლა რამბლერსთან“ მატჩში რაც შეეძლო, გააკეთა, თუმცა თანაგუნდელებმა მხარი სათანადოდ ვერ აუბეს და მარცხი განიცადეს. მეორე ტაიმის შუაწელში სანაძის შედეგიანი შეტევის შემდეგ სანდიეგოელები 44:42 იგებდნენ, თუმცა დარჩენილ დროში მეტოქეს ვეღარ შეეწინააღმდეგნენ და 57:67 დამაცხდნენ.

სანაძე „სან დიეგოში“ საუკეთესო იყო. ქართველმა უკანახაზელმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 37 წუთში 20 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი და 1 პასი მიითვალა. დუდამ 9-დან 3 ორქულიანი, 6-დან 4 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. სანაძემ 2 პერსონალური შენიშვნა მიიღო და ბურთი ერთადერთხელ დაკარგა. „სან დიეგოში“ ქართველის კვალზე 10-ქულიანი ზღვარი ბრეტ ბეილიმ დაძლია, რომელმაც 31 წუთში 13 ქულა მიითვალა.
არასაკონფერენციო მატჩებიდან „სან დიეგომ“ უკვე მეოთხე მარცხი განიცადა. მომდევნო მატჩს სანაძის გუნდი „სან ხოსე სტეიტთან“ ჩვენი დროით 28 ნოემბერს, ღამის 1 საათზე გამართავს.