სანაძის 28 ქულა 21 წუთში და მე-9 გამარჯვება სლოვენიის უმაღლეს ლიგაში

სანაძის 28 ქულა 21 წუთში და მე-9 გამარჯვება სლოვენიის უმაღლეს ლიგაში

დუდა სანაძის ზეშედეგიანი მატჩი სლოვენიის ჩემპიონატში. „პრიმორსკას“ ქართველი ლეგიონერი მცირე პაუზის შემდეგ ისევ რიხიანად ათამაშდა. შეგახსენებთ, რომ დუდას ფეის ტრავმა ჰქონდა, რაც თამაშში ხელს უშლიდა. გასულ მატჩში კი მან 21 წუთში 28 ქულა მიითვალა.
სლოვენიის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩში კოპერელებმა „პორტოროჟს“ უმასპინძლა და სანაძის წინამძღოლობით 94:61 გაანადგურა. დუდა თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 21:47 წუთში 28 ქულა, 4 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა. დუდამ 8-დან 7 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 8-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 30-ს გაუტოლდა და როგორც აღვნიშნეთ, ის მატჩის MVP გახდა.
9 მოგებისა და 8 მარცხის მქონე „პრიმორსკა“ სლოვენიის ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 11 თებერვალს, გასვლაზე „ჰელიოსს“ შეხვდება.