სანაძის 4 ქულა UCLA-სთან

სანაძის 4 ქულა UCLA-სთან

მორიგი საგამოფენო მატჩი გამართა დუდა სანაძის „სან დიეგომ“. კალიფორნიულ დერბიში სანდიეგოელები ლოს ანჯელესის უნივერსიტეტს (UCLA) შეხვდნენ და დაძაბულ ბრძოლაში – 68:75 წააგეს.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 14 წუთს ითამაშა და 6 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. დუდამ 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, 2 ორქულიანი ააცილა და ბურთი ერთხელ ააცილა. სანაძეს ტრავმა ბოლომდე არ აქვს მოშუშებული და მწვრთნელი მას დიდად არ ტვირთავს.
სან დიეგოელებმა წინასასეზონოდ უკვე 9 მატჩში გამართეს, რომლებშიც 4 მოგება და 5 მარცხი მოუგროვდათ. “ტორეროსი” მომდევნო თამაშს 11 დეკემბერს “სანტა ბარბარასთან” ჩაატარებს.