სანაძის 7 ქულა და გამარჯვება “სანტა კლარასთან”

სანაძის 7 ქულა და გამარჯვება “სანტა კლარასთან”

დუდა სანაძის „სან დიეგომ“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა, რის შემდეგაც ამერიკის სტუდენტური ლიგის „ვესტ ქოუსთის“ კონფერენციაში მე-6 ადგილზე აინაცვლა. სანდიეგოელებმა „სანტა კლარას“ უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში – 69:64 დაამარცხეს.
სანაძემ ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 22 წუთი გაატარა. დუდამ 5-დან 2 ორქულიანი და 1-დან 1 სამიანი ჩააგდო, 1 საჯარიმო კი ააცილა. მოგროვებულ 7 ქულას ქართველმა უკანახაზელმა 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაყოლა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა. სანდიეგოელთაგან ბომბარდირი ვასა პუსიკა გახდა, რომელმაც 16 ქულა დააგროვა.
4 მოგებითა და 6 მარცხით სანდიეგოელები მე-6 ადგილზე გამაგრდნენ. მორიგი მატჩი კი 31 დეკემბერს, შინ „სან ფრანცისკოსთან“ ელით.
 
 

გუნდები

კონფერენცია

მთლიანად
გონზაგა

10-0

21-1
სენტ მერი

9-1

17-4
BYU

6-4

16-7
პეპერდაინი

6-4

13-8
სანტა კლარა

5-5

11-11
სან დიეგო

4-6

11-11
პორტლენდი

3-7

12-10
სან ფრანცისკო

3-7

9-13
პასიქიკი

2-8

10-12
ლოიოლა

2-8

6-16