სანაძის 9 ქულა და “სან დიეგოს” მარცხი “ლოიოლასთან”

სანაძის 9 ქულა და “სან დიეგოს” მარცხი “ლოიოლასთან”

დუდა სანაძის „სან დიეგოს“ წარუმატებელი სხვა გრძელდება. „ტორეროსი“ მორიგ მატჩში ცხრილში მეზობელ „ლოიოლას“ უნივერსიტეტის გუნდს ხვდებოდა და პირველი ტაიმის შემდეგ 6 ქულითაც იგებდა, მაგრამ კარგად დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ მოახერხა და საბოლოოდ 63:67 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების წევრმა სანდიეგოელთა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 27 წუთში 9 ქულა, 5 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. სანაძემ 6-დან 3 ორქულიანი და 3-დან 1 სამიანი ჩააგდო, 1 საჯარიმო კი ააცილა. „სან დიეგოში“ საუკეთესო შედეგი სერბმა ლეგიონერმა ვასა პუსიკამ დააფიქსირა, რომელმაც 17 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. ლოიოლას კი ადომ იაცკომ ულიდერა, რომელმაც შეხვედრა 23 ქულით დაასრულა.
7 წაგებითა და ერთადერთი გამარჯვებით „სან დიეგო“ 10-გუნდიან „ვესტ ქოუსტის“ კონფერენციაში ბოლო ადგილზეა. მომდევნო მატჩს სანაძის გუნდი 29 იანვარს „პეპერდაინის“ უნივერსიტეტთან გამართავს.