სანაძის “სან დიეგომ” არასაკონფერენციო მატჩები “ნორდრიჯის” განადგურებით დაასრულა

სანაძის “სან დიეგომ” არასაკონფერენციო მატჩები “ნორდრიჯის” განადგურებით დაასრულა

დუდა სანაძის “სან დიეგო” წარმატებულ ვლას აგრძელებს. ამერიკის სტუდენტური ლიგის ბოლო არასაკონფერენციო მატჩში კალიფორნიელები “ნორტრიჯს” ეხვდნენ და 81:63 დაამარცხეს. გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წილი ქართველმა ლეგიონერმაც დაიდო.
სანაძე ასტარტო ხუთეულში იყო შეხვედრა 11 ქულით, 3 მოხსნით, 2 პასით და 1 ჩაჭრით დაასრულა. დუდამ 4-დან 3 ორქულიანი, 8-დან 1 სამიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. საუკეთესო შედეგი სერბმა ვასა პუსიკამ დააფიქსირა, ხოლო ოლინ კარტერის ანგარიშზე 12 ქულა დაგროვდა.
სანდიეგოელებმა არასაკონფერენციო 11 მატჩიდან 5 მოიგეს, რაც 10-გუნდიან “ვესტ ქოუსთის” კონფერენციაში მე-6 შედეგია. კონფერენციის ჩემპიონატს სანაძის გუნდი 1 იანვარს, სტუმრად “პასიფიკთან” მატჩით დაიწყებს.