სანაძის “სან დიეგომ” “ფულერტონთან” წააგო

სანაძის “სან დიეგომ” “ფულერტონთან” წააგო

ამერიკის სტუდენტურ ლიგაში წარუმატებელ ასპარეზობას აგრძელებს დუდა სანაძის „სან დიეგო“, რომელმაც სეზონის მე-3 მატჩი თანაშტატელ „ფულერტონთან“ წააგო. კალიფორნიული დერგი ფულერტონელთა გამარჯვებით – 67:55 დასრულდა.
ქართველი უკანახაზელი სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა მოედანზე მხოლოდ 16 წუთით გამოჩნდა და ამ ხნის განმავლობაში 2 ქულას, 2 მოხსნას და 2 პასს დასჯერდა – ბურთიც 2-ჯერ დაკარგა. სანაძემ 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, სამივე სამიანი კი ააცილა.
სანდიეგოელთაგან 14 ქულით მარკუს ჰარისი გამოირჩა, ჯიტო კოკმა კი გუნდს 12 ქულა და 5 მოხსნა მიაშველა.
მორიგ მატჩს „სან დიეგო“ 26 ნოემბერს შინ, თანაკონფერენციელ „ლოიოლასთან“ გამართავს.