საქართველოს ასაკობრივ ნაკრებთა სამწვრთნელო შტაბები შეიცვალა. ზოგმა ადგილი შეინარჩუნა, ზოგმა დაბალ ასაკში ჩაინაცვლა, ზოგი ახალი სახე გამოჩნდა, ზოგსაც სანაკრებო შტაბის დატოვება მოუდა. მაშ ასე, ნაკრებებს ეს მწვრთნელები უთავკაცებენ:
16-წლამდელები – გია კაზანჯიანმა მთავარი მწვრთნელის პოსტი შეინარჩუნა. მისი ასასტენტი არჩილ ჟღენტი იყო, რომელიც ამიერიდან 20-წლამდელთა ნაკრებში იმუშავებს ასისტენტად. ხოლო კაზანჯიანის თანაშემწეებად ახალგაზრდა ირაკლი ტომარაძე და დიმიტრი ჟაკობოვი იმუშავებენ.ტომარაძე “აკადემიის” 16-წლამდელთა გუნდის მწვრთნელია, ჟაკობოვი კი “სოხუმის” სუპერლიგისა და სხვადასხვა ასაკობრივი გუნდებში მუშაობს.
18-წლამდელები – მიხეილ კობეშავიძემ და კახა შენგელიამ მთავარი და ასისტენტი მწვრთნელების პოსტები დატოვეს. ჭაბუკთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი აქამდე 20-წლამდელთა თავკაცი მიხეილ ბერუაშვილი იქნება, რომელსაც ასისტენტობას ზაზა გაბისონია გაუწევს.
20-წლამდელები – მთავარ მწვრთნელად ერთწლიანი შესვენების შემდეგ დავით უსტიაშვილი დაბრუნდა, რომელიც ეროვნულ ნაკრებში იგორ კოკოშკოვის ასისტენტია და გასულ ზაფხულს ახალგაზრდულის გაძღოლა გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ მოახერხა. როგორც ვთქვით, უსტიაშვილის თანაშემწე არჩილ ჟღენტი იქნება.