ნევროლიგის ჯგუფიდან გავიდნენ და ტოპ–16–შ ითამაშებენ ვიქტორ სანიკიძის „სიენა“ და გიორგი შერმადინის „მაკაბი“. ევროლიგის B ჯგუფის ბოლო ტურში მაკაბელებმა გერმანული „ალბა“ დაამარცხეს, თუმცა შერმადინს არ უთამაშია.
ებრაულმა კლუბმა საკმაოდ იოლად – 78:62 გაიმარჯვა და რიგით მე–8 მოგება მიითვალა. ანალოგიორუ შედეგი ჰქონდა „უნიკახასაც“, მაგრამ თელავიველებმა ესპანურ კლუბს პირადი შეხვედრების ხარჯზე აჯობეს. თელავიველებს 17 ქულით ამერიკელმა რიკი ჰიკმანმა ულიდერა, პოლონური პასპორტის მქონე დევიდ ლოგანმა კი ებრაელებს 15 ქულა შეაშველა.
ამავე ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა ვიქტორ სანიკიძის „სიენა“, რომელმაც ბოლო ტურში სამარცხვინო მარცხი იწვნია. სიენელებმა საკუთარ მოედანზე ჯგუფის აშკარა აუტსაიდეს, მხოლოდ 1 მოგების მქონე „პროკომს“ შეხვდნენ და მიუხედავად იმისა, რომ მე–3 მეოთხედში 25 ქულით იგებდნენ (63:38), საბოლოოდ მაინც წააგეს.
პოლონურმა კლუბმა ბოლო პერიოდში წარმოუდგენელი სიზუსტით ითამაშა და მატჩი დამატებით დროშ გადაიყვანა. ექსტრახუთწუთეულში მოწოდების სიმაღლეზე პროკომელები აღმოჩდნენ და საბოლოოდ 95:88 გაიმარჯვეს.
სანიკიძემ შეხვედრა აქტიურად დაიწყო და პირველი მეოთხედის შემდეგ თავისიანთა შორის ყველაზე კარგი სტატისტიკა ჰქონდა. თუმცა მეორე ნახევარში სიენელთა თავკაცმა უარი თქვა სანიკიძის დახმარებაზე. საბოლოოდ ვიქტორმა 17 წუთს ითამაშა და თავი 4 ქულას, 6 მოხსნას, 2 პასს, 2 ჩაჭრას და 1 დაფარებას მოუყარა. შედეგიანობით სანიკიძეს მხოლოდ მეთიუ ჯენინგმა (11 ქულა) და ბობი ბრაუნმა (23 ქულა) აჯობეს.
14 დეკემბერს ჯგუფური ეტაპის დარჩენილი 3 შეხვედრა გაიმართება, რის შემდეგაც მეორე ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართება.
B ჯგუფი
მაკაბი
8
2
810
708
102
უნიკახა
8
2
762
715
47
სიენა
5
5
879
844
35
ალბა
4
6
722
748
-26
შალონი
3
7
782
843
-61
პროკომი
2
8
704
801
-97