სანიკიძე მადრიდში “რეალთან” საუკეთესო იყო

სანიკიძე მადრიდში “რეალთან” საუკეთესო იყო

ვიქტორ სანიკიძე სარაგოსელთაგან საუკეთესო იყო მადრიდში, “რეალის” წინააღმდეგ მატჩში, თუმცა ქართველი ფორვარდის მოწადინებამ გამარჯვებისთვის არ იკმარა. “სარაგოსა” ესპანური გრანდის წინააღმდეგ უძლური აღმოჩნდა და შეხვედრა 79:92 დათმო.
“სარაგოსას” ქართველმა ფორვარდმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე მთლიანობაში 21:33 წუთი გაატარა. სანიკიძემ 5-დან 5 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამიანი კი ააცილა. 11 ქულასთან ერთად ვიქტორმა 4 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა.

ქართველი ფორვარდის მარგი ქმედების კოეფიციენტმა სარაგოსელთაგან ყველაზე მეტი – 19 შეადგინა. ამ მაჩვენებლით მას ოდნავ ჩამორჩა (17) ჯონათან ტაბუ, რომელმაც 14 ქულა, 3 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. მადრიდელებს რუდი ფერნანდესმა ულიდერა, რომელმაც თავი 30 ქულას მოუყარა.
16 მოგებითა და 14 წაგებით “სარაგოსა” ბექა ბურჯანაძის “კახასოლთან” ერთად ცხრილში 7-8 ადგილებს იყოფს. მორიგ ტურში, 8 მაისს, “სარაგოსა” “ესტუდიანტესს” უმასპინძლებს