სანიკიძე-შერმადინის რვიანები და გამარჯვება ბელგიაში

სანიკიძე-შერმადინის რვიანები და გამარჯვება ბელგიაში

გიორგი შერმადინმა და ვიქტორ სანიკიძემ “სარაგოსას” წინა მატჩში 9-9 ქულა მიითვალეს, მომდევნო შეხვედრაში კი პირად ანგარიშზე 8-8 ქულა ჩაიწერეს. გასული მატჩი სარაგოსელებმა ევროთასზე, ბელგიაში გამართეს და ადგილობრივი “მონსი” 105:64 გაანადგურეს.
მატჩი დაძაბული არ ყოფილა. სარაგოსელებმა თავიდანვე მოიპოვეს ლიდერობა და უპირატესობას შეხვედრის ბოლომდე ზრდიდნენ. რაკი მეტოქე სუსტი იყო, ესპანური კლუბის მწვრთნელმა სათამაშო დრო ყველაზე მეტ-ნაკლებად თანაბრად გადაანაწილა.

შერმადინი ხუთულში გახლდათ და მოედანზე 14,49 წუთი გაატარა. გიორგიმ 5-დან 3 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 4 მოხსნა და 2 პასიც მიითვალა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.
სანიკიძემ 13,44 წუთს ითამაშა და 8 ქულა 2-დან 1 ორქულიანით, 2-დან 1 სამიანით და 4-დან 3 საჯარიმოთი შეაგროვა. მის ანგარიშზე თითო მოხსნა-პასიც დაგროვდა.
3 მოგებითა და ამდენივე წაგებით “სარაგოსა”6-გუნდიან ჯგუფში მე-3 ადგილზეა. მომდევნო მატჩს არაგონელები 27 ნოემბერს შინ, გერმანულ “ალბასთან” ჩაატარებენ.
 

გრაველინი

4

1

368

324

44
ალბა

4

1

375

334

41
სარაგოსა

3

3

491

452

30
ტელეკომი

3

2

398

402

-4
ვირტუსი

2

3

385

381

4
მონსი

0

6

304

387

-83