სანიკიძემ 22 ქულით “თედ კოლეჯს” თურქეთის მოქმედი ჩემპიონი დაამარცხებინა

სანიკიძემ 22 ქულით “თედ კოლეჯს” თურქეთის მოქმედი ჩემპიონი დაამარცხებინა

ვიქტორ სანიკიძის საუკეთესო მატჩი თურქეთის ჩემპიონატში. ანკარის „თედ კოლეჯში“ მოთამაშე ქართველმა ფორვარდმა სეზონის საუკეთესო მატჩი თუქრეთის მოქმედ ჩემპიონ „პინარ ქარშიაქასთან“ ითამაშა. სანიკიძის ქებული თამაშის წყალობით ანკარელებმა ფავორიტად შერაცხული მეტოქე 65:62 დაამარცხა.
სანიკიძე სასტარტო ხუთეულში იყო და 25:46 წუთში 8-დან 6 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 10-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. ქართველმა ფორვარდმა 22 ქულას 6 მოხსნა, 3 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება წაამატა და გასაკვირი არ ყოფილა, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა. ისიც ვთქვათ, რომ ვიქტორს პასივში 3 დაკარგვა და ამდენივე პერსონალური ფოლი ჰქონდა.
“ტედ ანკარა კოლეჯლილერმა” 4 მოგება და 5 მარცხი მოაგროვა და ტურის სხვა მატჩების დასრულებამდე, მე-7 ადგილზე გადაინაცვლა. 4 გამარჯვება აქვს მანუჩარ მარკოიშვილის “დარუშაფაკასაც”, რომელიც მე-9 ტურის მატჩს 7 დეკემბერს, შინ, “ბუიუკჩეკმეჩესთან” გამართავს.