სანიკიძემ 24 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა და “თედ კოლეჯლერს” კონიაში ოვერტაიმში მოაგებინა

სანიკიძემ 24 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა და “თედ კოლეჯლერს” კონიაში ოვერტაიმში მოაგებინა

ვიქტორ სანიკიძის სუპერმატჩი თურქეთის ჩემპიონატში. სუპერლიგის მორიგ ტურში ქართველი ფორვარდის ლიდერობით „თედ კოლეჯლერმა“ სტუმრად „კონიასფორი“ დამატებით დროში – 100:95 დაამარცხა.
სანიკიძემ ორივე გუნდის ემადგენლობაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და თავისთავად, მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა. ვიქტორი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 36:08 წუთში 24 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი, ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.

სანიკიძემ 9-დან 7 ორქულიანი, 9-დან 3 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ქართველ კალათბურთელს გვერდში ედგა მარკო ტომასი, რომელმაც შეხვედრა 20 ქულითა და 6 მოხსნით დაასრულა. შეხვედრის ბოლო მეოთხედის წინ ანკარელები 9 ქულით უგებდნენ კონიელებს, თუმცა მასპინძლებმა გადამწყვეტი პერიოდი 26:17 მოიგეს და შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანეს.  ოვერტაიმში სანიკიძის წინამძღოლობით ანკარელებმა 16:11 მოიგეს და საბოლოო გამარჯვებასაც მიაღწიეს.
9 მოგებითა და 12 მარცხით სანიკიძის გუნდი მე-11 ადგილზეა. 12 მარტს „თედ კოლეჯლერი“ „გალათასარაის“ უმასპინძლებს.